ნიკა მელიას მონიტორინგისთვის ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ

02 ივლისი 2019, 18:06 1506 ნახვა

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფალი რჩება, თუმცა ნიკა მელიას კონტროლის მიზნით ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ, სავარაუდოდ, ის იქნება პირველი, ვისზეც ელექტრონულ მონიტორინგს ამ გზით განახორციელებენ.  

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით,  დეპუტატს ვერ შეეზღუდება კანონმდებლის უფლებამოსილება. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას ნიკა მელიას შიში აქვს და პოლიტიკური ველიდან გაქრობას ცდილობენ.

დღეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. პროკურორი ამირან გულუაშვილი ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის,  მას ეკრძალება, როგორც პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში