მესამე სექტორის კვლევას საკრებულოს წევრები არ ეთანხმებიან

02 ივლისი 2019, 17:00 1201 ნახვა

კვლევას არ ეთანხმებიან   ხულოს საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  წევრები. აცხადებენ, რომ ფრაქციის სახელით  ინიციატივებს  ხშირად აყენებენ, თუმცა მათი თქმით, უმრავლესობა მათ  ბლოკავს.  

ქართულ ოცნებაში  ირწმუნებიან, რომ საკითხების ინიცირება ზეპირი ფორმით,  კომისიური წესით ხდება. რაც შეეხება ქედის საკრებულოს, აქ ოპოზიციშიც და  უმრავლესობაში  ფიქრობენ, რომ ფრაქციების თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების   მუშაობა ეფექტურია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში