ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს

04 ივლისი 2019, 10:14 960 ნახვა

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამაჯური მას სახლში ყოფნისას დაუმაგრეს. ამის შესახებ  სააგენტოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას რამდენიმე დამატებითი შეზღუდვა დაუწესა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კიდევ ერთი შეზღუდვა დაემატა, მოსამართლის განმარტებით, მელიას ელექტრონული მონიტორინგი სახელმწიფო ბრალდებას უნდა განეხორციელებინა.

პროკურატურის ინფორმაციით,   პრობაციის სააგენტო ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას მოახდენს და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მონიტორინგის შედეგებს მიაწვდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში