ოპოზიციის სამ ლიდერს პოლიციელები დაკითხვაზე იბარებენ

04 ივლისი 2019, 12:12 1638 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.  უწყებაში განმარტავენ, რომ სამივე მათგანმა პოლიციაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. ამბობენ, რომ სამართალდამცველების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის წინაშე უპასუხებენ.

პოლიცია გამოკითხვები ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაგეგმილი. 

"როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მზად ვარ, თუნდაც ხვალ, მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე. გთხოვთ, უზრუნველყოთ. მადლობა", - განაცხადა გიგი უგულავამ 3 ივლისს. 

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. 

26 ივნისს პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში