Facebook-ი ბოდიშს ტვიტერზე იხდის - მომხმარებელთა 33% ამ დრომდე ვერ ხედავს ფოტოებს

04 ივლისი 2019, 14:13 2756 ნახვა

Facebook-ზე, WhatsApp-სა და instagram-ზე შეფერხების გამოსწორებას ამ დრომდე ცდილობს Facebook-ის ტექნიკური ჯგუფი. უკვე მეორე დღეა, სოციალურ ქსელი შეფერხებით მუშაობს.

მოხმარებლები სიახლეების ზოლში ვერ ხედავდნენ ფოტოებს და არც მათი ატვირთვა შეეძლოთ. შეუძლებელი იყო მესინჯერში მანამდე გაგზავნილი ფაილების ნახვა ან ჩამოწერა. ემოციების გამოხატვა. სხვადასხვა საიტიდან მასალების ფოტოთი გადაზიარება.

პრობლემა დაფიქსირდა instagram-ზეც, აპლიკაცია არ ხსნიდა ფოტოებს და მისი მომხმარებლები „სთორებსაც“ ვერ ნახულობდნენ. ​WhatsApp-ზე მიმოწერის დროს შეფერხება ფიქსირდებოდა. გაგზავნილი მოკლე შეტყობინებები კი ადრესატამდე არ მიდიოდა.

"როგორც ცნობილია, გუშინ საღამოს 18 საათიდან, სოციალური ქსელის მომხმარებელთა 33% ვერ ხედავს Facebook-ზე ატვირთულ ფოტოებს. 39%-ს კი ავტორიზაციის პრობლემა ჰქონდა" - წერს ფეისბუქის ადმინისტრაცია. კომპანიის თქმით, ხარვეზი გეგმიური ოპერაციული სამუშაოების გამო ხდებოდა და ოფიციალური განცხადება ტვიტერზე გუშინვე გამოქვეყნა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ ადამიანს ფოტოების, ვიდეოების და სხვა ფაილების ატვირთვა-გაგზავნასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ვწუხვართ ამის გამო და ვმუშაობთ, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას“, - წერს კომპანია

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში