უშედეგოდ დასრულებული ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი

04 ივლისი 2019, 18:07 1521 ნახვა

უშედეგოდ დასრულებული ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი. ისევ უპასუხოდ დარჩა ქართული დელეგაციის მიერ დაყენებული ყველა საკითხი და ისევ საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ მხარეები. რუსეთის ფედერაციამ, როგორც კი დადგა საკითხი დევნილთა დაბრუნებაზე, მაშინვე დატოვა მოლაპარაკების მაგიდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჟენევის მოლაპარაკების ალტერნატივად მხოლოდ ომს მოიაზრებს. ექსპერტები ამბობენ, რომ  ეს განცხადება მუქარაა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც.

საზღვრის ჩაკეტვა, უკანონო მილიტარიზაცია და დაკავებები,  სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცება, ეთნიკური დისკრიმინაცია, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები, ჟენევის მოლაპარაკებებზე ასევე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებაზე.

გუშინ, რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში