ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი

04 ივლისი 2019, 21:26 1780 ნახვა

გაეროს ოფისში მოლაპარაკების მაგიდა კრემლის და ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებმა იმ დროს დატოვეს როდესაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხები განიხილებოდა.

მათ შორის იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება.  გარდა ამისა,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  არადიპლომატიური განცხადებაც გააკეთა. გრიგორი კარასინმა თქვა, რომ ან უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატი ან  რუსეთმა გაზარდოს შეიარაღებული ძალები და ომი დაიწყოს. განცხადებები მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის. აქ ამბობენ, რომ ჟენევის ფორმატი უალტერნატივოა და რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მხარდაჭერაა საჭირო. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში