ვლადიმერ პუტინს იტალიაში პროტესტით დახვდნენ

04 ივლისი 2019, 21:30 1676 ნახვა

ვლადიმერ პუტინს იტალიაში პროტესტით დახვდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა რომის პაპთან შეხვედრაზე ამჯერადაც დააგვიანა, ვატიკანში მისულს კი რომში მცხოვრები უკრაინელები შეძახილებით დახვდნენ - „პუტინი აგრესორია“ - ეწერა ტრანსფარანტზე. ცნობისთვის, რომის პაპსა და პუტინის შეხვედრის მთავარი თემა სწორედ უკრაინაში არსებული ვითარება იყო. რუსეთის წარმომადგენლის შემდეგ, კი ხვალ პაპი უკრაინის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგნელებს შეხვდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში