151 დღეში ქურდებმა ბინაში 1026-ჯერ შეაღწიეს

05 ივლისი 2019, 11:39 2403 ნახვა

5 თვის განმავლობაში საქართველოში საკუთრების წინაღმდეგ სულ 11 730 დანაშაული ჩაიდინეს, რაც წინა წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით 2000-ით მეტია.

ჩადენილი 11 730 ფაქტიდან, გახსნილია მხოლოდ-2164.

ამათგან, 151 დღის განმავლობაში, ქურდობის 9 263 შემთხვევა დაფიქსირდა, გასული  წელს კი ეს ციფრი 7462 იყო.

საანგარიშო პერიოდში, ბინაში შეღწევას ადგილი 1026-ჯერ ჰქონდა, რაც  გასული წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით 140-ით მეტია.

გაზრდილია გამოძალვის ფაქტებიც, 5 თვის განმავლობაში გამოძალვას ადგილი 51-ჯერ ჰქონდა.

მიმდინარე წლის 5 თვეში  ძარცვას ადგილი 150-ჯერ, ყაჩაღობას-118-ჯერ, თაღლითობას კი 673-ჯერ ჰქონდა.

მომატებულია ნივთის დაზიანების ფაქტებიც, 151 დღეში ნივთის დაზიანების  935 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 270-ით მეტია წინა წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით.

დანაშაულის ჩადენის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში