სინამდვილეში მოხსნეს! მთელი მისი სფერო რუსთაველზე დგას - უგულავა მიხეილ გიორგაძის გადადგომაზე

05 ივლისი 2019, 15:10 1624 ნახვა

''მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას'' - ასე ეხმაურება ''ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ​თანამდებობიდან წასვლას. 

''მოედინება და მოაქვს მდინარეს. როგორც უსინდისოდ დაინიშნა ისე უსინდისოდ მიდის. სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია, წასვლის მიზეზად სტანდარტულ მოტივს "სისტემაში ახალ სისხლს" ასახელებს. სინამდვილეში, მოხსნეს! მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას და აბა "რობიკას" [სტურუა] უფროსი გიორგაძე ისედაც არასდროს ყოფილა'' - წერს გიგი უგულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

​მიხეილ გიორგაძე დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობიდან მიდის და კერძო სექტორში ბრუნდება.

კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მოგვიანებით კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და თქვა, რომ მისი გადადგომა არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდებოდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში