ქარელის ვიცე-მერი თანამდებობიდან გადადგა

05 ივლისი 2019, 21:08 1374 ნახვა

დღის კიდევ ერთი მთავარი თემაა  ქარელის ვიცე-მერის გადადგომა. ცნობისთვის, ქარელში ეკომიგრანტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს საპატრიარქო ისევ არ გამოხმაურებია, კომენტარს არ აკეთებენ ადგილობრივ ეპარქიაში. არადა ვიცე-მერი სავარაუდოდ ამ თემის გამო გადადგა - „მთავართან“ სატელეფონო საუბარში ნუგზარ დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ მას „აღარ აქვს ეკლესიასთან ბრძოლის სურვილი.“

აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ქარელში -  ადგილობრივები შევიწროებაზე ღიად საუბრობენ, მართალია რელიგიურ კონტექსტს ისინი ხაზს არ უსვამენ, თუმცა გვიყვებიან, რომ საძოვრებით პრაქტიკულად ვეღარ სარგებლობენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში