"დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოქალაქე გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას" - გიორგი გაბუნიას გინებაზე პრემიერი 

07 ივლისი 2019, 23:35 2164 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე "რუსთავი ორის" კვირის გადაცემის - "პოსტსკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას პირადაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის გინების ფაქტს ეხმაურება და მას საფრთხის შემცველ გზავნილად აფასებს. 

პოზიცია პრემიერ მინისტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა.  

"ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.

ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან" - წერს მამუკა ბახტაძე.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში