სანამ საქართველოში კაცები არიან, პრაიდს არ ჩავატარებინებთ – ლევან ვასაძე

08 ივლისი 2019, 11:30 1750 ნახვა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს, რომ ''თბილისი პრაიდის'' ორგანიზატორებს ღირსების მარსს არ ცაატრებინებს და გეგმის განხორციელებაში ხელს კანონიერი გზებით შეუშლის. 

ვასაძე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მივიდა, სადაც დილიდან „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები, სასულიერო პირები არიან შეკრებილი.

''ჩვენ არასდროს ჩავატარებინებთ პრაიდს, ესენი რამდენიც კომპიუტერს მიუჯდებიან და კუკუ-დამალობანას თამაშობენ, ჩვენ მაინც არ დავიღლებით არასოდეს, უკუნითი უკუნისამდე,'' - ამბობს ლევან ვასაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს დილით  უნდა გამართულიყო. აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს. დღეს დილით შსს-თან მივიდნენ ადამიანები, რომლებიც პრაიდის ჩატარებას  ეწინააღმდეგებიან.

ღირსების მარში, თავდაპირველად 22 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა 20 ივნისს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ორგანიზატორებმა თარიღი შეცვალეს. 

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ღონისძიების ჩატარებას 8 ივლისს აპირებდნენ. 

პრაიდის მოწინააღმდეგე მოქალაქეების დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ და ამბობენ, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება ვერ მოხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში