ლევან ვასაძის მომხრეებმა მიშა მშვილდაძეს აგინეს და წყლის ბოთლები ესროლეს

08 ივლისი 2019, 16:47 2178 ნახვა

პარლამენტის შენობის წინ ლევან ვასაძის მხარდამჭერები ასევე ''ქართული მარშის'' წევრები და სასულიერო პირებია არიან შეკრებილები. ისინი ღირსების მარშის გამართვას ეწინააღმდეგებიან, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან და ​ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ. 

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა, ​ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს, მიშა მშვილდაძეს აგინეს და წყლის ბოთლები ესროლეს. ამის შესახებ ვიდეომასალას და ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს. 

დღეს, 19:00 საათზე, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით – აქცია “სირცხვილია” ისევ გაიმართება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში