"ჰომოფობების თავზე ლგბტ დროშის აფრიალებით, ვაჩვენეთ რომ დანებებას არ ვაპირებთ" - თბილისი პრაიდი

08 ივლისი 2019, 17:13 2232 ნახვა

''თბილისი პრაიდის'' წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განმარტავს, პარლამენტთან აქციაზე დრონის დახმარებით რატომ გადაატარეს ლგბტ დროშა.   

"სავარაუდოდ, შიდა ჯგუფიდან გავიდა ინფორმაცია თუ სად ტარდებოდა აქცია და ''ღირსების მარში'', ამიტომ ვერ შევძელით მისი ჩატარება. შეუძლებელი ხდებოდა უმცირესობების უფლებების დაცვა, სწორედ ამიტომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს დროშის მეშვეობით დავანახეთ, რომ არ ვაპირებთ დანებებას და დავიცავთ უფლებებს" - განაცხადა ''თბილისი პრაიდის'' წარმომადგენელმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ლევან ვასაძე, სასულიერო პირების ნაწილი და მოქალაქეები აქციას  ლგბტ თემის წინააღმდეგ მართავენ. ისინი პარლამენტის წინ განლაგდნენ, სადაც ახალგაზრდები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და რუსულ ოკუპაციას მე-19 დღეა აპროტესტებენ. 

დეკანოზმა დავით ისაკაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გასუფთავდეს, რათა სასულიერო პირებმა იქ პარაკლისის გადახდა შეძლონ. 

''არ დავინახო ეს საშინელი ხალხი'' - თქვა სასულიერო პირმა. 

რამდენიმე წუთის წინ კი პარლამენტთან მისულ მიშა მშვილდაძეს აგინეს და წყლის ბოთლები დაუშინეს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში