ქედაში „ღვინის ფესტივალი“-ენმ არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს

08 ივლისი 2019, 18:00 1439 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქედის მერიას არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ „ღვინის ფესტივალისთვის“ დახარჯული თანხები არაა შედეგზე ორიენტირებული, არამედ  მაღალი თანამდებობის პირების კომფორტზე იყო მორგებული. ბრალდებებს არ ეთანხმება ქედის მერი.

ლევან გორგილაძე ამბობს, რომ ფესტივალის მიზანი ოჯახში დამზადებული ღვინის პოპულარიზაციაა და  საჭირო თანხა ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული.  ფესტივალისთვის 21 ათასი ლარი დაიხარჯა და ის წელს პირველად ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში