1 დოლარს ბანკები 2.98 ლარში ყიდიან - ლარი გაუფასურდა

09 ივლისი 2019, 15:20 3328 ნახვა

ლარი კიდევ გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება ბანკებში 2.98 თეთრია, სავაჭრო ჯიხურებში კი 2.95 ლარად შეძლებთ. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით კი, დღეს ერთი დოლარის ღირებულება 2.83 თეთრი უნდა ყოფილიყო.  ეროვნული ბანკი ხვალინდელი დღის კურსს, 5 საათზე გამოაქვეყნებს. 

 

ბოლო 20 დღეში, ლარი რამდენჯერმე გაუფასურდა და მოგვიანებით მცირედით გამყარდა დოლართან მიმართებაში. ეროვნული ბანკის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნა, რუსული დაანონსებული სანქციებით იყო განპირობებული. 

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ მცურავი კურსი სავარაუდოდ მალევე დასტაბილურდება, რადგან მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სტაბილურია და გრძელვადიან პერსპექტივაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში