ქობულეთში, სანაპიროზე საზღვაო პარაშუტი წყლის ნაცვლად, სანაპიროზე დაეშვა /ვიდეო/

09 ივლისი 2019, 18:02 27873 ნახვა

ორი დღის წინ, 7 ივლისს, ქობულეთის სანაპიროზე პარაშუტი წყლის ნაცვლად, პლაჟზე დაეშვა. ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პარაშუტი სანაპიროსთან დამონტაჟებულ განათების ბოძს წამოედო. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ავარიული დაშვების დროს გოგონები  დაშავდნენ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, რომლებმაც დაშვებულები საავადმყოფოში გადაიყვნეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გაოძიება დაიწყო. სამართალდამცველები იძიებენ ხომ არ დაირღვა 275 მუხლი,  რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ვიდეო ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში