გიორგი გახარია ექსპერტებს შეხვდა

09 ივლისი 2019, 21:28 1485 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გრძელდება. გახარია კი, რომელიც გადადგომას არ აპირებს, მთავრობის სხდომის შემდეგ მედიასთან აღარ გამოჩენილა, ერთი კვირის წინ შეხვდა ჟურნალისტებს, ახლახან კი როგორც ცნობილი გახდა დახურული შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა სფეროს ექსპერტთან. პოლიტოლოგების და ანალიტიკოსების განცხადებით საუბარი შეეხო აქციის დაშლის ეპიზოდებს.

შეხვედრას დაახლოებით 15-მდე პირი ესწრებოდა, კომენტარი მამუკა არეშიძემ გააკეთა. თქვა რომ დაისვა კითხვა - ვინ გასცა ბრძანება, საპასუხოდ კი გახარიამ თქვა რომ ყველა ბრძანება მის მიერაა გაცემული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში