ახალგორელ აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს ​ყველა ბრალდება მოუხსნეს

10 ივლისი 2019, 17:22 1354 ნახვა

ახალგორელ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა. ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავად მეარაყიშვილმა დაწერა. ​

''ყველა ბრალდება მომიხსნა მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ. მოვიგეეეე'' - დაწერა სოციალურ ქსელში ახალგორელმა აქტივისტმა. 

თამარ მეარაყიშვილი, 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს გაათავისუფლეს. მას ბრალი დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრის, მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ედებოდა. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგორის რაიონის პროკურატურამ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით.

გამოძიების მიმდინარეობისას, ახალგორელ აქტივისტს შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უფლება და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიის დატოვება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში