აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა 

11 ივლისი 2019, 15:00 1176 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომაშ პეტრიჩეკს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესასამხურის ინფორმაციით, ჩეხმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

მხარეებმა განიხილეს  ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები. ძირითადად საუბარი შეეხო ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებს და საინვესტიციო პროექტებს. კერძოდ, ქობულეთში გრინ-რესორტის მშენებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში