პარლამენტის 2018 წლის საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობის-ანგარიში

12 ივლისი 2019, 18:17 1201 ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის მიხედვით,   გასულ წელს პარლამენტის კომიტეტების მუშაობაში ხარვეზებთან ერთად დადებითი ტენდენციებიც გამოიკვეთა. ანგარიშში მოხვდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტები.  ოჯახური პირობების გამო 1500 გაცდენა დაფიქსირდა, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია.  პარლამენტის 16 წევრს მთელი მოწვევის პერიოდში ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია.

ანგარიშის მიხედვით, ოპოზიცია აქტიურად იბარებდა ფრაქციის სხდომებზე პარლამენტარებს. ყველაზე მეტჯერ სხდომებს არ დაესწრნენ ფინანსთა  და შინაგან საქმეთა მინისტრები.   მესამე სექტორში აცხადებენ, რომ  ყველაზე აქტიური იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.  რომელმაც 600-მდე კანონპროექტი განიხილა. პარლამენტში პირველად შეიქმნა ოპოზიციის მოთხოვნით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე  სპეციალური საგამოძიებო  კომისია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში