27 აგვისტოდან “ღამის სერენადები” იწყება

25 აგვისტო 2016, 00:00 4316 ნახვა

ბათუმი  27 აგვისტოს  ფესტივალ `ღამის  სერენადების “საიუბილეო კონცერტებს უმასპინძლებს. იუბილარი კი  ფესტივალის  დამფუძნებელი და  სამხატვრო ხელმძღვანელი,  ლეგენდარული მევიოლინე ლიანა  ისაკაძეა, რომელიც უკვე 70 წლისაა. უკვე  ბათუმშია ორკესტრი  და ლიანა  ისაკაძის მეგობრები, სოლისტები, რომლებიც ორი დღის  განმავლობაში კლასკური მუსიკის  საღამოებს თავად  ლიანა  ისაკაძესთან ერთად გამართავენ. ორკესტრს  ისევე როგორც  შარშან,  წელსაც  ესპანელი ცნობილი დირიჟორი  ცეზარ  ალვარესი უდირიჟორებს,  მთავარი სტუმრები კი მევიოლინე ალექსეი ლუდევიკი, ალმა ნუსახაჯაევა და ვიქტორ ტრეტიაკოვი იქნებიან.  `ღამის  სერენადები” ბათუმში  წელს სასტუმრო “ჰილტონის” დარბაზში  გაიმართება, 30 აგვისტოს  კლასიკური მუსიკის საღამო  ანაკლიაში, გადაინაცვლებს, ხოლო დასკვნით  საიუბილეო  კონცერტებს   2, 3, და 4  სექტემბერს  დედაქალაქი  უმასპინძლებს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში