ხულოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილებებია  

14 ივლისი 2019, 12:20 1286 ნახვა

ხულოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილებები შევიდა.  რამდენიმე სოფელში  მოსახლეობის გადაწყვეტილებით,  გარე განათების ნაცვლად ბეტონის  საფარის დაიგება. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში 100-ზე  მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.

12 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ნაწილზე კი ტენდერია გამოცხადებულია. წელს  სოფლის მხარდაჭერის პროგრამებისთვის  თვითმმართველობა აჭარის ბიუჯეტიდან  1 მილიონ ლარს მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში