#1 სკოლის ახალი კორპუსი სექტემბერში გაიხსნება

25 აგვისტო 2016, 00:00 3122 ნახვა

ბათუმში N#1 საჯარო სკოლის დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობა ახალი სასწავლო წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით ახალი კორპუსი სკოლის შიდა ეზოში აშენდა, შენობაში განთავსდება ლიფტი და ის სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. საკლასო ოთახები აღიჭურვება ახალი სასკოლო მერხებით, დაფებითა და კომპიუტერებით. მშენებლობისათვის ბიუჯეტიდან მილიონ 6 ათას 895 ლარია გამოყოფილი. 

ამავე კატეგორიაში