ვითარება დავით გარეჯში 

15 ივლისი 2019, 18:13 1466 ნახვა

დავით-გარეჯში ადგილობრივების პროტესტი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქცევას მოჰყვა, გავრცელებული ინფორმაციით,  მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს გზავნილი, რომ უდაბნოს სენაკები აღარაა საქართველოს საკუთრება.

ამ დროისთვის ხატები კელიებში დაბრუნებულია. თუმცა როგორც სასულიერო პირები, ასევე ადგილობრივები ამბობენ, რომ  არის სხვა პრობლემებიც, მესაზღვრეები სამონასტრო კომპლექსის კელიებს საპირფარეშოებად იყენებენ. მომხდარს  ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის კომისიები სწავლობენ. ცნობილია, რომ უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმე დღით გაიხსნება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში