რივიერას საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში დღის ბოლოს ჩაამატეს

15 ივლისი 2019, 21:46 1469 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ბიურომ დღის წესრიგის ნუსხაში, საღამოს 20:00 საათამდე ჩაამატა „რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვის საკითხი. საუბარია პროექტზე რომელიც, 6 ცათამბჯენს ითვალისწინებს და რომელსაც უკვე მოჰყვა პროტესტი. ხვალ საკითხზე მსჯელობა იწყება, მას ბათუმის მთავარი არქიტექტორი მირიან მეტრეველი წარადგენს. მოკლედ თვეების განმავლობაში შეჩერებული პროცესი ისევ გააქტიურდა - თუ საკრებულოს უმრავლესობა მხარს დაუჭერს წინადადებას და გრგ-ს მომზადებისთვის დავალებას გასცემს - ბათუმის მერია ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს.

უნდა დაიწყოს საჯარო განხილვაც. ამის შემდეგ კი გრგ დასამტკიცებლად შევა ბათუმის თვითმმართველობაში. როგორც იცით ეს ტერიტორია ბათუმის მერმა ისტორიული საზღვრებიდან ამოიღო - რასაც ასევე პროტესტი მოჰყვა. შეცვლილი პროექტი ეროვნულმა სააგენტომ დაიწუნა და ბათუმის მერიას გეოგრაფიკის მიერ მომზადებული პროექტის წარმოდგენის რეკომენდაცია მისცა - რაც რივიერას ტერიტორიის ისტორიულ ზონაში დაბრუნებას გულისხმობს - ეს საკითხი თვეებია აღარ დაძრულა, ახლა კი აქტიურდება 6 ცათამბჯენის შესაძლო მშენებლობის თემა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში