სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 55 პროექტი მიმდინარეობს

16 ივლისი 2019, 11:25 2111 ნახვა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქედის მერია ამ ეტაპზე 500 ათასი ლარის სამუშაოებს ასრულებს. პროექტის მიხედვით სულ 94 ღონისძიებაა ჩასატარებელი.

სამუშაოები გარეგანათებების, გზებზე  ბეტონის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას, ასევე სოფლის სახლებისა და წისქვილების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში 62 სოფლისთვის 740 ათასი ლარი გამოიყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში