''გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა''  - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:21 1842 ნახვა

პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. მისი თქმით, ძალოვანი უწყების მინისტრმა ​მეამბოხეებისგან სახელმწიფო ინსტიტუტები დაიცვა.

''ოპოზიციური პარტიები 21 ივნისიდან გახარიას გადადგომას ითხოვენ, არც ვაშინგტონიდან არც ევროპიდან ვინც ნახა ეს კადრები არავის კითხვები არ ქონია, ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როცა მეორე დღესვე ითხოვენ ამას, ყველაფერი ნათელია. სწორად იყო ძალა გამოყენებული. ლეგიტიმურობაზე კითხვები რომ ყოფილიყო მაშინ დადგებოდა გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის. შევხვდი ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის და ევროპის პოზიცია'' - უთხრა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს.

„თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე მიდის გამოძიება. იძიებს პროკურატურა, ერთი პოლიციელი უკვე ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეზეც ისაუბრა და თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მოქალაქეები დაახლოებით ერთი თვეა რუსთაველის გამზირზე აქციებს მართავენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში