საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ჟურნალისტის შეკითხვები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილი გააღიზიანა

17 ივლისი 2019, 15:21 1473 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს  ჟურნალისტის შეკითხვები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილი გააღიზიანა.  ,,ქართული ოცნების“  პარტიის თავმჯდომარე მედიის შეკითხვებს თითქმის  20 წუთი პასუხობდა.  

ამ დროის განმავლობაში კი რამდენჯერმე  მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით : ,, ნუ უზრდელობ, დაწყნარდი, სად გაიზარდე შვილო“ . ამის გარდა პარტიის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ნაციონალური მოძრაობის ფილიალადაც მოიხსენია და შეადარა  ტელეკომპანია რუსთავი ორს.  მას ისეთ აქტუალურ პრობლემებზეც მოუწია პასუხის გაცემა, როგორებიცაა:  20-21 ივნისის მოვლენები, რომელსაც წინ  რუსი  დეპუტატის ჩამოსვლა უძღოდა.   ,,გავრილოვის საქართველოში ვიზიტით და პარლამენტში მისვლით  ირაკლი კობახიძეს შეცდომა არ დაუშვია“ - ასე ფიქრობს პარტია  ,,ქართული ოცნების“  თავმჯდომარე.  

კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რომლის ქმედებებსაც იწონებს და ამაყობს გიორგი გახარიაა. დარწმუნებულია, რომ გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა და შინაგან საქმეთა სამინისტროც  აღარ იარსებებდა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში