აჭარაში ''ქართული ოცნების'' რეგიონულ ორგანიზაციას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

17 ივლისი 2019, 18:20 1478 ნახვა

დღესვე პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს. ქართული ოცნების ლიდერებმა ლოგიკური გადაწყვეტილება უწოდეს პარტიის არჩევანს და რეგიონის პირველ პირს ურჩიეს მოსახლეობას ხშირად შეხვდეს.

ოფიციალურად თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა საგაზაფხულო ყრილობაზე უნდა დამტკიცდეს, მანამდე კი მთავრობის მეთაური არჩევნებისთვის ემზადება.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ თორნიკე რიჟვაძე საუკეთესო პარტიული ხელმძღვანელი იქნება აჭარაში, რადგან ამბობენ, რომ ის რეგიონის კარგი მმართველია. შეინარჩუნებს თუ არა კოორდინატორის თანამდებობას გიორგი მანველიძე და რა სტრატეგია აქვს „ქართულ ოცნებას“ მომავალ არჩევნებში გამარჯვებისთვის.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში