ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენი აირჩიეს

17 ივლისი 2019, 17:51 1234 ნახვა

ურსულა ფონ დერ ლაიენი  ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს.  ევროკავშირის  აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს სათავეში  ქალი   პირველად ჩაუდგა. განათლებით  ექიმ-გინეკოლოგი და  7 შვილის დედა  კანცლერ ანგელა მერკელის მინისტრთა კაბინეტში 2005 წლიდან მუშაობდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში ლაიენი გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.  

გერმანელი პოლიტიკოსი   ევროკომისიის მოქმედ  მეთაურს  ლუქსემბურგელ  ჟან-კლოდ იუნკერს ნოემბერში შეცვლის.  ორივე პოლიტიკოსი მემარჯვენე-ცენტრისტია ისევე,  როგორც საპარლამენტო უმრავლესობა.  

ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკავშირის ივნისის სამიტზე ევროპის ლიდერებმა წამოაყენეს.  სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე მას 383 დეპუტატმა  დაუჭირა მხარი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში