ვითარება “რუსთავი 2”- თან, სტრასბურგის სასამართლოს მოლოდინში

18 ივლისი 2019, 12:09 1049 ნახვა

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ   ტელეკომპანიის საქმეზე დარღვევა დადგინდება მინიმუმ მეექვსე მუხლის, ანუ სამართლიანი სასამართლოს კონტექსტში.

ტელეკომპანიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი უკვე დიდი ხანია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ცდილობს საზოგადოებაში შექმნას მცდარი აზრი თითქოს დღეს "რუსთავი 2" დამარცხდება ევროპულ სასამართლოში და ის ქიბარ ხალვაშს გადაეცემა. თუმცა კომპანიის, ან წილის მიკუთვნების საკითხები სტრასბურგის კომპეტენციაში არ არის.მისი მთავარი მიზანია დაადგინოს დაირღვა თუ არა "რუსთავი 2"-ის და მისი მფლობელების უფლებები ქართულ სასამართლოებში. ტელეკომპანიის უფლებების მხარდასაჭერად მოქალაქეები არიან შეკრებილები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში