სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი ​იყო, სრულად არ ვეთანხმები - ნიკა გვარამია

18 ივლისი 2019, 13:33 1976 ნახვა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება მისთვის ​შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელი იყო. 

ბრიფინგზე თქვა, რომ სასამართლომ გასაჩივრების საშუალება მხოლოდ ერთ ნაწილში დატოვა, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ. 

''ეს იყო წარმოუდგენელი გადაწყვეტილება. ყველაფერთან ერთად იურისტი ვარ და თან არც ისე ცუდი, ​სამართლებრიივ თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, არის სრულიად წარმოუდგენელი. 

მოთხოვნების არ დაკმაყოფილებასთან ერთად ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა გასაჩივრების უფლება, რომელსაც გამოვიყენებ. დანარჩენ შემთხვევაში, სამწუხაროდ  გასაჩივრების უფლება დატოვა. 

ჩემი აზრით ეს ყველაფერი უნდა მივაწეროთ აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. ამ გადაწყვეტილებას სრულად არ ვეთანხმები, თუმცა გასაჩივრების უფლება გვაქვს ერთ შემთხვევაში და ეს არის უმნიშვნელოვანესი'' - თქვა ბრიფინგზე გვარამიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში