"სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმი კლავდა" - სესიაშვილი ე.წ კორტების საქმეზე

18 ივლისი 2019, 15:15 1768 ნახვა

ვაზაგაშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" დეპუტატმა,  ირაკლი სესიაშვილმა შეაფასა.  სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სააკაშვილის რეჟიმი კლავდა.

"დღეს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "ვაზაგაშვილი-შანავა საქართველოს წინააღმდეგ" თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმი კლავდა. საქმეზე გოგოლაძე საქართველოს წინააღმდეგ სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმი აწამებდა და მართლმსაჯულება არ არსებობდა.

თავად ვაზაგაშვილის ისტორია არის ძალიან ტრაგიკული. თვალწინ მიდგას იმ ადამიანის ტკივილი და მისი ბრძოლაც თითოეული ჩვენთაგანისთვის იყო სიმბოლური და ჩემთვის არის ძალიან რთული შესაფასებელი. აქ არის მთავარი გადაწყვეტილება, რომ ვაზაგაშვილი მოკლეს და მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორცილდა. სამწუხაროდ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მის გარეშე ვისმენთ"-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დღეს საქმეზე  „ვაზაგაშვილი და  შანავა საქართველოს წინააღმდეგ, სიცოცხლის უფლების ხელყოფისთვის “  სახელმწიფო სრულად გაამტყუნა. სასამართლომ სახელმწიფოს სამი თვის ვადაში განმცხადებლისთვის 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში