ვაზაგაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე - ხიდაშელი

18 ივლისი 2019, 16:37 2398 ნახვა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

"ქარს დათესავ? ქარიშხალს მოიმკი და ის ქარიშხალი შენვე წაგლეკავს. ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმის მსგავსად მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე"- წერს თინა ხიდაშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში