შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი კორი ჰენრიმ და The funk apostle​​-მა გახსნეს

19 ივლისი 2019, 18:01 1744 ნახვა

ბათუმი შავი ზღვის რიგით მეცამეტე ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს. სამი დღის განმავლობაში მელომანები ჯაზისა და სხვა მუსიკალური მიმდინარეობების სინთეზს მოისმენენ. ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მსმენელის წინაშე, ფესტივალის დახურვის დღეს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - „ინკოგნიტო“ და ჟანრის სხვა ცნობილი მუსიკოსები წარსდგებიან. 

ფესტივალი კორი ჰენრიმ და The funk apostle​​-მა გახსნეს, ჯაზისა და გოსპელის რიტმები მსმენელმა დაწყებისთანავე აიტაცა და ლეგენდარული კვინსი ჯონსის პროტეჟესთან ერთად ორი საათის ცეკვავდა, ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე დღეს ჯგუფი „მოკუმოკუ“ და „კრეკ ენდ შმეკი“ გამოვლენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში