''იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ვსხედვართ არ იქნება სწორი'' - გიგაური სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

19 ივლისი 2019, 16:00 1550 ნახვა

''საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს'' აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არასწორია. 

''ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არის ის სასამართლო, რომელიც იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და მისი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არასწორია. ჩვენ, ჩვენს რეკომენდაციებში ყოველთვის ვიყენებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამიტომ იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ვსხედვართ არ იქნება სწორი. კიდევ ერთხელ ვამბობ, სტრასბურგის სასამართლოს სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ შეიძლება'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა გიგაურმა. 

სტრასბურგის სასამართლომ ''რუსთავი 2''-ის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ გამოაქვეყნა. ევროპელმა მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. 

გუშინ, ოპოზიციური პარტიის რამდენიმე ლიდერმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენა.

''დიდი მეამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,'' - განაცხადა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა გიორგი ბარამიძემ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში