რატომ ხმება მაღალმთიან აჭარაში წიწვოვანი ხეები?

19 ივლისი 2019, 18:06 3015 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში წიწვოვანი ხეების ხმობას ადგილობრივები ჰესის მშენებლობას უკავშირებენ. რადგან გამხმარი ტყის მასივის ნაწილი იმ სოფლებშია, სადაც „შუახევი ჰესისათვის“ გვირაბები გაჰყავთ. სატყეო სააგენტოში ტყეების ხმობის ამ მიზეზს უარყოფენ.  

უწყება მომრავლებულ პარაზიტ მწერებზე საუბრობს, ისევე როგორც გარემოს დამცველები. „შუახევ ჰესის“ მშენებელმა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-მ  ამ საკითხზე „მთავართან“ კომენტარი არ გააკეთა, განმარტეს, რომ ჯერ ამ პრობლემით ადგილობრივებს მათთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში