''ეს იყო დიდი იმედგაცრუება'' - ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ''რუსთავი 2''-ის საქმეზე

19 ივლისი 2019, 21:15 1818 ნახვა

"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ეხმაურება. ის ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ იმედი გაუცრუა.  

ნონა წოწორიამ სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

''მძიმე დღის შემდეგ დადგა დრო გამოვეხმაურო რუსთავი 2-ს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელზეც ეჭვგარეშეა, რომ წარმოუდგენელი შრომა იქნებოდა გაწეული. არ დავმალავ, ეს იყო დიდი იმედგაცრუება. ყოველთვის მივეკუთვნებოდი იმ მოსამართლეთა რიგს, რომლებიც თვლიდნენ, რომ მოსამართლეების, განსაკუთრებით მაღალი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების როლი დემოკრატიის დაცვაში მდგომარეობს. ცალსახაა, რომ მე არ ვიქნებოდი ამ გადაწყვეტილებაში მონაწილე უმრავლესობის გვერდით.

იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილების მიუხედავად ევროსასამართლო გააგრძლებს თავისი უპირველესი მისიის - წინ აღუდგეს ავტორიტარიზმს და ტოტალიტარიზმს - აღსრულებას.

ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ცხოვრება და ბრძოლა გრძელდება. ჩემი მხარდაჭერა ყველას თავისუფლების და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავიმარჯვებთ!'' - წერს ფეისბუზე ნონა წოწორია.

გუშინ, 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ ''რუსთავი 2''-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა და არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში