„ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო გასაქცევად აქეთ-იქით“-ირაკლი ოქრუაშვილი

20 ივლისი 2019, 12:13 2083 ნახვა

„რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო გასაქცევად აქეთ-იქით. დამთავრებულია, „რუსთავი 2“ მაშინაც მეკუთვნოდა მე და ხვალაც იქნება ჩემი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს  ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის აეროპორტში განუცხადა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს არხის წილები ჟურნალისტებს  გადასცეს იმისათვის, რომ მათ სამარლებრივად იბრძოლონ.

„10 დღე გვაქვს იმისთვის, რომ სარჩელი სრულყოფილი სახით შევიტანოთ სასამართლოში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ერთი რამე, რომ ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის „რუსთავი 2“-ის წამებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მით უმეტეს, „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს.

ვაპირებ, შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80 პროცენტი, პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, რომ მათ გააგრძელონ დავა „რუსთავი 2“-ის კანონიერების დაბრუნებისთვის – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის 100%-იანი წილი სინამდვილეში მან შეიძინა და ქიბარ ხალვაშზე, როგორც მის ნომინალურ ფიგურაზე გააფორმა. ოქრუაშვილი ამბობს, რომ ამის დასადასტურებლად აქვსხელშეკრულება, რომელიც მასსა და ხალვაშს შორის გაფორმდა.

გუშინ, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოში ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებული წილის დაყადაღების მოთხოვნაზე სარჩელი შეიტანა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში