"ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა"- პაატა სალია

20 ივლისი 2019, 14:54 3097 ნახვა

არავინ არ ეხება მათ თავისუფლებას. ყველაფერი მათი არჩევანია, მათი გადასაწყვეტია. არავინ ჩემი და ხალვაშის მხრიდან მითითებას რა გააკეთებს, იმის თაობაზე თუ მასალა როგორ გააკეთონ ან რა სიუჟეტი გაუშვან. დანარჩენი თვითონ იციან, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ- ამის შესახებ " რუსთავი 2"-ის ახალმა დირექტორმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

პაატა სალიამ არ დაადასტურა ის მოსაზრება, თითქოს ქიბარ ხალვაში კომპანიაში ფულის ჩადებას არ აპირებს.

"არ ვადასტურებ იმ გარემოებას, რომ ქიბარ ხალვაში არ აპირებს ფულის ჩადებას კომპანიაში. ეგეთი რაღაცა არავის არ უთქვამს მე ვიტყვი, რომ ვეძებთ ყველანაირ გზას რომ მოხდეს თანამშრომლებისთვის დროულად ხელფასის გადახდა. დეტალებზე საუბარი არასწორი იქნება ჩემი მხრიდან ეს არის ტელეკომპანიის შიდა ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ მდგომარეობა ძალიან სავალალოა, ერთი ალბათ ყველაზე დაბალ  ხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა"-განაცხადა პაატა სალიამ. 

სალიამ სპეკულაცია უწოდა იმ აზრს, თითქოს  ტელეკომპანიაში შექმნილი ფინანსური მდგომარეობა მათი მხრიდან გამოყენებული ყადაღების ბრალია.

"მე ადრეც ვამბობდი რომ კომპანიას სჭირდება დამატებითი სახსრები , სჭირდება დაფინანსება იმისთვის, რომ გასცეს ხელფასები , დააფინანსოს გადაცემები, შეიძინოს გარკვეული ტექნიკა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავის პირველივე დღეს განვაცხადეთ, როცა ყადაღა დაედო ქონებას. მაშინათვე განვაცხადეთ, რომ მოგვმართეთ წერილობით, გვითხარით რა გჭირდებათ და ყადაღას აუცილებლად მოვხსნით, ვთხოვთ სასამართლოს რომ ყადაღა მოხსნას. მე იმასაც შეგახსენებთ, რომ როცა დავა დაიწყო ანგარიშების დადებაზე იყო თავდაპირველად. ჩემი პოზიცია იყო რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და ვთხოვე ქიბარ ხალვაშს, ავუხსენი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და ისიც დამეთანხმა, გაიზიარა ჩემი პოზიცია და ჩვენ გავათავისუფლეთ ანგარიშები. ხელის შეშლა ტელეკომპანიის საქმეში არ ყოფილა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადგინა რომ დარღვევა არ ყოფილა"-განაცხადა რუსთავი ორის ახალმა დირექტორმა.

პაატა სალია მიიჩნევს, რომ საკითხი მოგვარებადია, უბრალოდ მათ დრო სჭირდებათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში