ბაღდათში 36 ძირი კანაფი ამოიღეს

20 ივლისი 2019, 18:41 5226 ნახვა

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით ერთი პირი  დააკავეს.

პოლიციამ, ბაღდათის რაიონში, დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას 36 ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე ,,კანაფი" ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში