რიჟვაძის  ფაქტორი „ოცნებაში“

20 ივლისი 2019, 19:02 1708 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც იქნება. მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით  მხოლოდ ამ ამბის გახმოვანებით შემოიფარგლა, ოფიციალურად კი, პარტიის ყრილობაზე გაფორმდება. ამ გადაწყვეტილებით, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ პარტიის მართვის სტრატეგიას ცვლის.

პარტიის შემქმნელი და დღემდე, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ავტორი, ბიძინა ივანიშვილი, პირობას იძლევა, რომ პარტია, როგორც აქამდე, მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ იარსებებს და მოსახლეობასთან უფრო ინტენსიურ კონტაქტზე გადავა. როგორც ოცნების ოპონენტები ამბობენ, ამ დაპირებების და ზოგადად, მმართველი გუნდის რეინკარნაციის არ სჯერათ. მსგავსი გადაწყვეტილებებით კი, 2020 წლისთვის, ივანიშვილის გუნდი ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობს.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში