‘’რუსთაველზე მიტინგები დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, არა ჩემი ფულით“ - ოქრუაშვილი

21 ივლისი 2019, 12:30 2103 ნახვა

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი მისი დაფინანსებული იყო, თუმცა არა თავისი ფულით.

კითხვაზე, ვისი ფული იყო, უპასუხა, რომ მას ყოველთვის ჰქონდა საშუალება, რომ მოეზიდა საჭირო თანხები სხვადასხვა საქმეებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში