პაატა სალია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარს ამბობს

21 ივლისი 2019, 19:11 1314 ნახვა

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიაში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილება „კურიერისა“ და „პოსტსკრიპტუმის“ გუნდთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. პაატა სალიას განმარტებით, მას არ სურს გუნდთან მესამე პირის საშუალებით ურთიერთობა. მიაჩნია, რომ ახლა მთავარი ნდობის ჩამოყალიბებაა და ამის გარანტი საბჭო ან რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა ვერ იქნება.

რუსთავი 2-ის თანამშრომლებს სამპუნქტიანი მოთხოვნა ჰქონდათ შემუშავებული. პირველი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას შეეხებოდა, მეორე კი მორატორიუმის გამოცხადებას ამ საბჭოს ამოქმედებამდე. მესამე მოთხოვნით არხის ახალ მენეჯმენტს უნდა აეღო ვალდებულება რათა არ განხორციელებულიყო რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლიდა არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას.

ასევე არ შეცვლიდა იმ გასართობი გადაცემების წამყვანებსა და სარედაქციო გუნდს, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა რუსთავი ორელების განცხადებით, ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის პრეტენზიებს რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით, მესამე სექტორში ამბობენ, რომ ამ ინფორმაციით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში