რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში

21 ივლისი 2019, 20:20 1266 ნახვა

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაიხურა საარჩევნო უბნები. თუ როგორ დაკომპლექტდება უკრაინის უმაღლესი რადა,   ეგზიტპოლის შედეგები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

კენჭისყრაში 22 პარტია მონაწილეობდა, რომელთა სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრიდა კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობდა.

საქართველოში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა ხმას უკრაინის საელჩოში მისცეს. არჩევნების მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, „ხალხის მსახური“ უმრავლესობის დამოუკიდებლად მოპოვებას შეძლებს, თუ კოალიციის ფორმირება გახდება საჭირო. რადაში სულ 424 ადგილია. მეცხრე მოწვევის რადას პირველის სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში