უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა

26 აგვისტო 2016, 00:00 2163 ნახვა

უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა იწყება. დღის წესრიგის მიხედვით ორი საკითხის განხილვაა დაგეგმილი. ცვლილება უნდა შევიდეს არჩევნების შესახებ კანონში. თუ აქამდე არჩევნები ტარდებოდა ცესკოს მიერ დადგენილ ოლქებში, შესწორების მიხედვით, დაემატება პუნქტი “ცესკოს და კანონის მიერ დადგენილ ოლქებში”. ცვლილება ბათუმში მიმდინარე წლის არჩევნებზე სამი ოლქის შექმნამ განაპირობა. ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი შესაბამისიობაში უნდა მოვიდეს იმ ცვლილებებთან, რომელიც საარჩევნო კოდექსში პარლამენტმა ივნისში შეიტანა. 

ამავე კატეგორიაში