ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა

23 ივლისი 2019, 12:04 2479 ნახვა

ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.88 ლარია. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი რამდენიმე თეთრით მაღალია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3 ლარი და 23 თეთრია. ახალ კურსს ეროვნული ბანკი დღეს, 17 საათზე, გამოაქვეყნებს.

პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ამ პროცესებმა ელექტროენერგიის გადასახადის ზრდა განაპირობოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში