იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგიდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

23 ივლისი 2019, 12:53 2297 ნახვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

''დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, რუსთავი-2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარ-კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეხუთე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.
 
წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“ - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებას თან ერთვის წერილი. 

დღეს დილით, ''რუსთავი 2''-ის ყოფილმა დირექტორმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. ნიკა გვარამია წერდა: ''ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ?''. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში